ხანდახან მგონია, რომ ჭკუიდან ვიშლები – პიროვნების გაორება დამეწყო და საკუთარ თავში სხვას ვესაუბრები. როდესმე მოეღება ამას ბოლო?
ვერ დავივიწყე ერთი და ვერ მეორეს გარეშე შევძელი ცხოვრების გაგრძელება. ვიხლიჩები ორად და გულში ვიხვევ უკვე დაგროვებული სევდის გორგალს.
მენატრება... და ეს დღიურიც ამ გაუზიარებელი მონატრების შედეგია.
მენატრება და მინდა კიდევ ერთხელ გავაგებინო ეს.
მენატრება და შიგნიდან მარღვევს ეს მონატრება.
მენატრება შმაგად და ძალუმად, შეგნებულად და ქვეცნობიერად.
მენატრება შეყვარებულის მონატრებით.
Friday, October 23, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)